კონკურსი პროფესორ მიხეილ სვანიძის სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის მიმართულების ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის
სტიპენდიის მოსაპოვებლად სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
- განცხადება;
- CV;
- აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი დოკუმენტი (ამონაწერი სასწავლო ბარათიდან GPA-ის მითითებით);
- ნაშრომი – რომელიც, სტუდენტის აზრით, საუკეთესოდ წარმოაჩენს მის კვლევით უნარებს (სასურველია, ახლო აღმოსავლეთის ისტორიის შესწავლის სფეროდან);
- სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტები.
- უნივერსიტეტის გაცვლით და საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
საბუთების მიიღება 2021 წლის 10 ნოემბრიდან 17 ნოემბრის არაუგვიანეს 17:00 საათისა ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე – pavlika.jagunava@tsu.ge (საკონტაქტო პირი: პავლიკა ჯაგუნავა)
დამატებითი ინფორმაცია მიხეილ სვანიძის სახელობის სტიპენდიის მინიჭების წესისა და სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისიის შემადგენლობის შესახებ იხ. რექტორის ბრძანებაში.